შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.04

2015

კონკურსები

პროექტი საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ - თავისუფლებისთვის საქართველოს“ მხარდაჭერით  „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტს“ იწყებს, რომლის მიზანსაც საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და  ჟურნალისტებში საგამოძიებო ფილმების მომზადების წახალისება წარმოადგენს.  პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები „საირმე“  და  „ზედაზენი“.

პროექტი განკუთვნილია საინფორმაციო სააგენტოებსა და საგამოძიებო სტუდიებში დასაქმებულ ჟურნალიტთათვის და  ითვალისწინებს  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსის გავლას  საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით.

„თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტის“ ფარგლებში შერჩეულ 20 ჟურნალისტს ჩაუტარდება ტრენინგ-კურსი  საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში სამართლებრივი მიმართულებით, რომელსაც კერძო სამართლის სპეციალისტი სერგი ჯორბენაძე გაუძღვება, ხოლო ჟურნალისტური მიმართულებით ტრენინგს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ჩაატარებს. 

თეორიული კურსის შემდგომ, მონაწილეებს, პროექტის პროდიუსერის დახმარებით საგამოძიებო სტატიების მომზადება დაევალებათ. 4 საუკეთესო სტატიის ავტორი პროექტის ფინალურს ეტაპზე 4 საგამოძიებო ფილმს მოამზადებს.  დასკვნით ეტაპზე კი  მოწვეული ჟიური პროექტის გამარჯვებულ მონაწილეს გამოავლენს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 7 აპრილამდე უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა  

პროექტის აქტიური ფაზა იწყება 18 აპრილს და გრძელდება 25 ივნისამდე

დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“, ვებ-გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test