შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.04

2015

განცხადებები / კონკურსები

GARB აცხადებს მედიის ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენის მქონე ფაქტორების მკვლევარ(ებ)ის შესარჩევ კონკურსს

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთ ასოციაცია (GARB) უკრაინის მაუწყებელთა დამოუკიდებელ ასოციაციასთან პარტნიორობით, პროექტის ,,მედიასაშუალებების ფინანსური სტაბილურობის გაძლიერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, V4 ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით”, რომლის მხარდამჭერია USAID  და International Visegrad Found -ი, ნაციონალური ექსპერ(ებ)ის შესარჩევ კონკურსს  აცხადებს.

პროექტის მიზანი

ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელთა მოტივაციის ამაღლება, მედიაკომპანიებში ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიმართულია მედიაკომპანიების მენეჯერთა წვრთნასა და განვითრებაზე, ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

პრობლემა, რომელსაც ეხება პროექტი

უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა, ბევრ მედიაორგანიზაციას ითვლის, რომელთა დიდი ნაწილი არამომგებიანია. ასე მაგალითად უკრაინის ნაციონალური არხები, 5 წელზე მეტია ვერ აჩვენებენ დადებით ფინანსურ შედეგებს, იმის მიუხედავად, რომ მათთან სარეკლამო თანხის 47% იხარჯება. მოლდოვა 250-ზე მეტ სატელევიზიო არხს, 130 გაზეთს და 42 რადიოსადგურს ითვლის, სარეკლამო ბაზრის მოცულობა კი მხოლოდ 27 მილიონი ევროა. მედიათა დიდი რაოდენობა ქმნის კონკურენციის მაღალ ხარისხს. ამ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობის გამო რეგიონული, ლოკალური მედია ყველაზე მეტად ზარალდება, რადგან სარეკლამო ბაზრის მხოლოდ უმცირესი ნაწილის მოზიდვას ახერხებს. მაგალითად, საქართველოში  ეს მაჩვენებელი წლებია სარეკლამო ბაზრის 4 % ვერ გასცდა.  აღნიშნული, საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მედიის შინაარსზე.

შექმნილი მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს მედიაორგანზიაციათა მენეჯერებზეც, რაც იწვევს ერთგვარ ნიჰილიზმს - მედიაბიზნესის წარმატებასთან დაკავშირირით. თუმცა ამ ქვეყნებში იშვიათად, ან საერთოდ არ განხორციელებულა პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემდა ბაზრის მონაწილეებს, თავად ეცადათ შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესება.

ნაცინალური ექსპერტის მოვალეობები:

1. ანგარიშის მომზადება , ქვეყანაში მედიის ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების ექსპერტებთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს:

- ინფორმაციის შეგროვება ქვეყნის შიგნით მედიის ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ;
- მედიაკომპანიის მენეჯერთა გამოკითხვა, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ მედია ჯგუფს, ბიზნეს მოდელების ანალიზისა და შესწავლისთვის;
- პროექტის მონაწილე ქვეყნების საერთო ფაქტორების განხილვა და ანალიზი, ვიშეგრადის ოთხეულის ექსპერტებთან ერთად;
- შუალედური ანგარიშის პირველადი განხილვის შემდეგ, დამატებითი, საერთო ანგარიშისთვის საჭირო, მონაცემების შეგროვება;
- ანგარიშის საბოლოო მომზადება და რედაქტირება (ქართული, ასევე ინგლისური ან რუსული) ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- ანგარიშის პრეზენტაციის მომზადება და შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობა.

2. საერთო ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა, რაც მოიცავს:

- საერთო ანგარიშის შეფასება, მასში ნაციონალური ანგარიშის ადეკვატური ასახვის მიზნით;
- ექსპერტთა შეხვედრაში მონაწილეობა;
- საერთო რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა, იმ მეთოდების განსასაზღვრად, რომლებმაც, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიონ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მედიათა სტაბილურობაზე;
- პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობა.

მოთხოვნები ნაციონალური ექსპერტ(ებ)ის მიმართ

ნაცინალური ექსპერტი შესაძლოა იყოს პირი, ან პირთა ჯგუფი, პროქტით გათვალისიწნებული თემატიკის, ან მასთან ახლო მყოფი საკითხების კვლევის გამოცდილებით. კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი გამოცდილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხი არსებითად დაეხმარება პროექტის მიზნის მიღწევას. უპირატესობა მიენიჭებათ მედიასფეროს კვლევის გამოცდილების მქონე პირებს.

კონკურსის მონაწილეებმა სამოტივაციო წერილი, რომელშიც ასახული იქნება შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, ასევე CV,  14 აპრილამდე, უნდა გაგზავნონ პროექტის კოორდინატორთან, ნათია კუპრაშვილთან natiakuprashvili@yahoo.de

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 32 2934472

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test