შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.04

2015

ტრენინგები

მედიის პროფესიული გაერთიანების ლიდერთა ტრენინგი

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მედიის პროფესიული გაერთიანების ლიდერთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ჟურნალისტებს.  ტრენინგში მონაწილეებს, ბი-ბი-სის- პროფესიული გაერთიანების ექსპერტი არჯუმანდ ვაჯიდი შეასწავლის მედია-პროფკავშირული საქმიანობის ორგანიზებას, რექრუიტინგს და ორგანიზაციულ განვითარებას.

აღნიშნული ტრენინგი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოში ახალი,  ეროვნული დამოუკიდებელი მედია პროფკავშირის განვითარება. ამ მიზნით პროექტი ამზადებს აქტივისტებს, რომლებიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში აქტიურად იქნებიან ჩართულნი აღნიშნულ საქმიანობაში.

•ტრენინგი გაიმართება 30 აპრილი-2 მაისს, თბილისში.
•ტრენინგის მონაწილეები  უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით (1 ლანჩი, 2 კოფე-ბრეიკი).
•სასტუმროში დაბინავება არ არის გათვალისწინებული.

ტრენინგის ყოველდღიური ხანგრძლივობა:  10:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ მისამართზე:  eugene@iagj.org.ge 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 27 აპრილი. (გთხოვთ წერილის თემაში/subject მიუთითეთ ტრენინგის დასახელება!)

ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2015 წლის 28 აპრილამდე.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია~ `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან~ ერთად ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის ევროკავშირის პროექტს -  "Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus",  რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას. (`საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია~ 2000 წლიდან არის `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის~ წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org)

პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომ შეისწავლოს მედიაში არსებული მდგომარეობა. ევროკავშირის ამ 3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და რიგი ღონისძიებები.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test