შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.05

2015

განცხადებები / ტრენინგები

IREX იწვევს ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

IREX იწვევს  ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

პროგრამა “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული  მმართველობისთვის“ (M-TAG),  რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს, იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

24 საათიან აკადემიურ, ინტერაქტიულ სასწავლო კურსს გაუძღვებიან ბატონი კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, (GFSIS); ლია თოდუა, სტრატეგიისა და განვითრების ცენტრი,  პროგრამის კოორდინატორი; ქეთევან ლაფაჩი შავი ზღვის უნივერსიტეტი, პროფესორი; მანანა ქოჩლაძე, პროგრამა „მწვანე ალტერნატივა“, დირექტორი.  

ჟურნალისტებისთვის 7  ორსაათიან სესიას გაუძღვება კახა გოგოლაშვილი, რომელიც განიხილავს შემდეგ საკითხებს:

-საერთაშორისო ვაჭრობის თეორია და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია (WTO);
თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელები;
-ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დადების მოსამზადებელი პროცესი;
-საქართველო - ევროკავშირის შეთანხმება ასოცირების შესახებ (AA);
-DCFTA. საქონლით ვაჭრობა: ტარიფები და წარმოშობის წესები;
-DCFTA. დაარსება და მომსახურების ვაჭრობა;
-DCFTA. ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT);
-7 სასწავლო სესიის განმავლობაში მოწვეული იქნება დარგის ორი სპეციალისტი.

მომდევნო 2 ორსაათიან სესიას გაუძღვება ქალბატონი ლია თოდუა, რომელიც განიხილავს: DCFTA. სანიტარია/ფიტოსანიტარია (SPS);
შემდეგ ორსაათიან სესიას წარუძღვება ქალბატონი ქეთევან ლაფაჩი. განსახილველი თემა: ჰორიზონტალური საკითხები. DCFTA: კონკურენცია;
დასკვნით, საბოლოო 2 ორსაათიან სესიას გაუძღვება მანანა ქოჩლაძე, რომელიც ისაუბრებს: ჰორიზონტალური საკითხები. DCFTA: მდგრადი განვითარება;

სასწავლო კურსი ჩატარდება 7 მაისიდან 6 კვირის განმავლობაში  და კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათი იქნება. სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს 10:00-12:00 (დილის) საათებში, IREX-ის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ სიღრმისეული ცოდნა EU DCFTA - ზე და აქვთ აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადების გარკვეული გამოცდილება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ჟურნალისტური მასალები DCFTA -ის თემაზე.

ტრენინგების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი  პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 1  მაისის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ (მიუთითეთ DCFTA-ს თემაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალი და შესაბამისი ბმული). წერილში უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად.

გამარჯვებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 5 მაისამდე, 2015.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით IREX M-TAG პროგრამაში.

ანა ნიჟარაძე                                                                     ეკატერინე ფირცხალავა

M-TAG ტრენინგ მენეჯერი                                       M-TAG მედია განვითარების უფროსი სპეციალისტი

ტელეფონი: 2 91 26 08 (117)                                      ტელეფონი: 2 91 26 08 (103)

 

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test