შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.05

2015

განცხადებები / კონკურსები

ჟურნალისტური კონკურსი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე

"ენერგოეფექტურობის ცენტრი" BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტი“-ს ფარგლებში აცხადებს  კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო საგაზეთო ინტერნეტ რეპორტაჟების ნამუშევრების შესარჩევად.

 კონკურის მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში.

საკონკურსო რეპორტაჟის თემა:

საქართველოში ევროკომისიის მერების შეთანხმების წევრი-ქალაქების ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გაშუქება; განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;

ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა.

კონკურსში მონაწილეობის პირობაა ბეჭდურ და ინტერნეტ საგაზეთო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ პრესაში გამოქვეყნება 2014 წლის პირველი ივნისიდან 2015 წლის 31 მაისამდე პერიოდში.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი ფასიანი ჯილდო.

ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მაისი.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე რეპორტაჟი ნამდვილად დაიბეჭდა ცენტრალურ/რაიონულ გაზეთში, ჟურნალსა თუ ინტერნეტ პრესაში და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს.

გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება პროფესიონალი ჟურნალისტებისგან, ასევე მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეს, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება.

კონკურსის შედეგებს შეაფასებს 5–კაციანი ჟიური. მათი ოჯახის წევრებს არა აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

ჟიურის სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მას ესწრება ჟიურის წევრთა 2/3. გამარჯვებული ნაწარმოები გამოვლინდება ღია კენჭისყრით, ხმის უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს ჟიურის თავმჯდომარე. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ჟიურის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე:
(+995 32) 2242540; 2242541, ფაქსი: (+995 32) 2242542.

მისამართი: თბილისი, 0160, დ. გამრეკელის ქ. N19, VI სართული.

დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.eecgeo.org და ენერგოეფექტურობის ცენტრის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/energyefficiencycentre

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test