შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.05

2015

განცხადებები / ტრენინგები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და რადიო GIPA 94.3 FM გიწვევთ ორთვიან სტაჟირება/ტრენინგზე

** რადიო GIPA ერთადერთი სტუდენტური რადიოა საქართველოში, რომელიც FM სიხშირეზე მაუწყებლობს. 
** რადიო GIPA ადგილია, სადაც ქვეყანასა თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ახალგაზრდები საუბრობენ. 
** რადიო GIPA ეყრდნობა ძირითად ჟურნალისტურ პრინციპებს, რაც გამოიხატება პატიოსნებაში, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიზუსტეში. 
** რადიო GIPA სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გიწვევთ გაიაროთ პრაქტიკა რეპორტიორის, აუდიო/ვიდეო წარმოების და სოციალური მედიის პლატფორმების მართვის საქმეში. 

ორთვიანი სტაჟირება/ტრენინგის დასრულების შემდეგ გეცოდინებათ რადიო შინაარსის წარმოება (გადაცემის დაგეგმვა, ინტერვიუს, რეპორტაჟის, პოდკასტის მომზადება) მონტაჟი და რადიოს სოციალური პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების გზები. 

სტაჟირება/ტრენინგის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატი.
სტაჟირება დაიწყება 2015 წლის 18 მაისის და 18 ივლისამდე გაგრძელდება.
სტაჟიორები რადიოში იმუშავებენ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
ორთვიანი ინტენსიური სტაჟირება/ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 მაისი.

 გაგგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: t.tsiskaradze@gipa.ge

ვებ-გვერდი: http://www.radiogipa.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test