შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.05

2015

განცხადებები / ტრენინგები

სემინარი ჟურნალისტებისთვის თემაზე-„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გაშუქება“

ბლოგი GeoDigital.TV ჟურნალისტებს  სემინარში - „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გაშუქება’’ -  მონაწილეობის მისაღებად იწვევს ღონისძიება ბათუმში 31 მაისს გაიმართება.

სემინარს  GeoDigital.TV-ისა და UaDigital.TV-ის მთავარი რედაქტორი ივან პოლტავეცი და მედიაქსპერტი დავით მიქაუტაძე უხელმძღვანელებენ.

ბლოგი GeoDigital.TV ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს საქართველოში ორ წელზე მეტია აშუქებს. ორგანიზატორებს სურთ ჟურნალისტებს ამ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება  გაუზიარონ და   მედიის წარმომადგენლებს საჭირო იდეები მიაწოდონ. 

სემინარის შემდეგ ბლოგი GeoDigital.TV ჟურნალისტებისთვის კონკურსს გამოაცხადებს. ჟიური ციფრული მაუწყებლობის შესახებ სამ საუკეთესო მედია პროდუქტს თბილისსა და ბათუმში აგვისტოში გამოავლენს. 2015 წლის 10 სექტემბრისთვის სამ ჟურნალისტს შემდეგი პრიზები გადაეცემა: IPad Mini 3; Kindle reader paperwhite 2014; 128 GB USB stick.

სემინარი „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გაშუქება’’ 2015 წლის 31 მაისს, სასტუმრო Radisson Blu Hotel Batumi (ბათუმი, ქ. ნონოშვილის, #1,) 10.30-დან 13.45-მდე გაიმართება.

მსურველებმა 20 მაისამდე დაადასტურეთ თქვენი დასწრება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Workshop@GeoDigital.TV

 

               
 
 
Text-to-speech function is limited to 100 characters
 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test