შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.06

2015

განცხადებები / კონკურსები

კონსურსი პოსტერის შესაქმნელად

 

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონსურსს პოსტერის შესაქმნელად.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო პოსტერი (პლაკატი) წამების აკრძალვის თემაზე.  კონკურსში მიიღება როგორც ფოტო-სურათები, ასევე პოლიგრაფიული ნამუშევრები.

ტექნიკური მოთხოვნები:

** პოსტერი უნდა გამოხატავდეს ღონისძიების მიზანს;
** შესაძლებელია სხვადასხვა პოლიგრაფიული ეფექტების გამოყენება;
** პირობითი ზომა: მინიმუმ 300 dpb;
** საკონკურსო ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს, როგორც კომპიუტერული გრაფიკით, ასევე ტილოზე და სხვა გამომსახველობითი საშუალებით (იმის გათვალისწინებით, რომ მისი ფოტოასლი პოსტერს წარმოადგენდეს);

** ფოტოებს/პოსტერებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია წამების აკრძალვასთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

გამარჯვებული გამოვლინდება და დაჯილდოვდება 26 ივნისს - წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს.

გამარჯვებულს გადაეცემა 400 ლარი ფულადი ჯილდო.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 21 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org 

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი იტოვებს უფლებას გამარჯვებული პოსტერი გამოიყენოს წამების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ინფორმაციისთვის, 26 ივნისის წლევანდელი გლობალური კამპაანის თემაა - რეაბილიტაციის უფლება. წამების ტრავმა სცილდება მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლზე ზემოქმედებას და იგი მატრავმირებელ გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე. წამების მსხვერპლთა სრულმა რეაბილიტაციამ და ანაზღაურებამ შესაძლოა შეამციროს ტრავმის გავლენა საზოგადოებაზე. რეაბილიტაციის მიზანია, გააძლიეროს წამების მსხვერპლნი, რათა მათ აღიდგინონ საკუთარი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, რეაბილიტაციის უფლება უაღრესად მნიშვნელოვანი უფლებაა. ამიტომაც მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, შეასრულონ საერთაშორისო ნორმებით აღებული ვალდებულება და უზრუნველყონ წამების მსვხვერპლთა რეაბილიტაცია, მათ შორის, სარეაბილიტაციო სერვისების დაფინანსება. 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test