შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

ინტენსიური ტრენინგ-კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე - „კონფლიქტი აფხაზეთში“

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS), "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან" და "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტთან" ერთად, იწყებს ინტენსიურ ტრენინგ-კურსს ჟურნალისტებისთვის თემაზე - "კონფლიქტი აფხაზეთში."

მოდული მოიცავს შემდეგ თემებს:

** აფხაზეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების აღწერა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე (1990-იანი წლების კონფლიქტის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და ამჟამად მიმდინარე ანექსიური პროცესების ჩათვლით);
** აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის, საოკუპაციო ძალების, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების, ადგილობრივი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტერესთა ჯგუფების, და მედია საშუალებების როლის და საქმიანობის ანალიზს;
** კონფლიქტის დარეგულირების სამართლებრივი და დიპლომატიური ჩარჩო (ჟენევის მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმები) და საერთაშორისო აქტორების ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში;
** საქართველოს ბოლო სამი ხელისუფლების კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის შედარებითი ანალიზი.

ტრენინგი მიზნად ისახავს: 

** კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ცოდნის გაღრმავებას აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან და კონფლიქტთან დაკავშირებულ ასპექტებთან დაკავშირებით;
** ფართო საზოგადოების უკეთ ინფორმირებას აფხაზეთთან დაკავშირებული ფაქტების და მოვლენების შესახებ.

კურსი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის (მათ შორის, სოციალური მედიის წარმომადგენელთათვის).

ტრენინგის ენა: ქართული.
კურსის ხანგრძლივობა: სამი სამუშაო დღე.
ჩატარების ადგილი: თბილისი, მიცკევიჩის 27; ჭავჭავაძის 13.
გათვალისწინებულია შესვენება (ყავა-ჩაი) და ძირითადი შესვენება სადილით.

დეტალურ განრიგს მსმენელები მიიღებენ ტრენინგის დაწყებამდე სამი დღით ადრე.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული თანდართული აპლიკაცია უნდა გაგზავნონ არაუგვიანეს 2014 წლის 7 ივნისისა.
აპლიკაციისათვის იხილეთ ბმული.

მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭება ადრეულ აპლიკაციებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით "საქართველოს რეფორმების ასოციაციას":

საკონტაქტო პირი: გიორგი ჯანგიანი
მობ.: 599 025380
ელფოსტა: g.jangiani@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test