შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.05

2015

განცხადებები / ტრენინგები

ასოციაცია „ჰერა XXI“ მედიის წარმომადგენლებს იწვევს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის თემა:  რეპროდუქციული და სქესობრივი  ჯანმრთელობა და უფლებები; გენდერი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მდგომარეობა საქართველოში; მედიის წარმომადგენლების მიერ დაშვებული ხარვეზების მიმოხილვა - რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში არსებული  საკითხების გაშუქებისას.

ტრენერი: ინა ვაჩიბერიძე

ტრენინგის ჩატარების დრო: 30-31 მაისი

ადგილი : სასტუმრო ”კაპალონი” , მცხეთა , მისაქციელი

მონაწილეობის  მსურველებმა  გთხოვთ გამოაგზავნოთ  რეზიუმე (CV)  და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ - მისამართზე:  ntsul@caucasus.net.  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  24 მაისი 18:00.

ორგანიზაცია უზრუნველყოფს  მონაწილეთა  მგზავრობის,  სასტუმროს და კვების  ხარჯებს.

 ( ინფორმაციისთვის : „ ასოციაცია „ჰერა XXI” , არის  ადგილობრივი,    არასამთავრობო, არაკომერციული, საგანმანათლებლო იურიდიული ერთეული, შექმნილი  მოხალისეების  ბაზაზე. ასოციაცია  აწვდის  ქვეყნის  მოსახლეობას  ყოვლისმომცველ და კვალიფიციურ  ინფორმაციას:  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და  ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების სფეროში.

ასოციაციის  ”ჰერა XXI”  მთავარი  მიზანია  საქართველოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაციასა და სერვისებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდა  ნებისმიერი ინდივიდისთვის, მისი სქესის, წარმომავლობის, სოციალური  და  ჯანმრთელობის  სტატუსის  მიუხედავად.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე http://hera-youth.ge ) .

საკონტაქტო პირი: ეკა წივწივაძე
ტელ: 595 49 08 10
ელ-ფოსტა:  ntsul@caucasus.net

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test