შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

GIPA გთავაზობთ სანდრო ასათიანის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამას ვებგვერდის შექმნა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გთავაზობთ სანდრო ასათიანის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამას ვებგვერდის შექმნა

პროგრამის შესახებ: 

ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება, კერძოდ კი ვებგვერდის შექმნა, სულ უფრო მარტივდება. უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინ სერვისის საშუალებით, დღეს, საკუთარი ძალებითაც შესაძლებელია იმის გაკეთება რისთვისაც სხვადასხვა კომპანიები სპეციალისტებს ქირაობენ.

პროგრამის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს სრულფასოვანი ვებგვერდის კეთება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული wordpress-ის CMS სისტემის საშუალებით. აღნიშნული კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, მსმენელბი, სწავლის დასრულების შემდეგ, შეძლებენ ახალი ვებგვერდის დაგეგმვას და შექმნას.

კურსი განკუთვნილია:

საზოგადოებასთან ურთიერთობის და ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, მათთვის ვისაც სურს სრულფასოვანი ვებგვერდის შექმნის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევა.

ადამიანებისთვის, რომელთა მიზანი საკუთარი ონლაინ საკომუნიკაციო არხის გამართვა.

პროგრამის აღწერილობა: 

●ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითად პრინციპების შესწავლა
●wordpress-ის ბაზაზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა
● wordpress-ის ბაზაზე შექმნილი ვებგვერდის მართვა
●Embed კოდებთან მუშაობა

ტექნიკური აღწერილობა: 

სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა. სწავლა დაიწყება 2015 წლის 8 ივნისს.

 ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოს 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 4 ივნისი.

პროგრამის მოცულობა: 36 საათი
პროგრამის ღირებულება:  480 ლარი
სწავლების ენა: ქართული 

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
ფინალურ გამოცდაში მინიმალური ზღვარის გადალახვა

საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

მისაღები პროცედურები:

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი დაავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების შემდეგ 5 ივნისს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:
მოტივაცია
კომუნიკაციის უნარი
სამუშაო გამოცდილება

პროგრამის განმახორციელებელი:

სანდრო ასათიანი - GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი; ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”, IT ჯგუფის ხელმძღვანელი. პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს და მრავალი სტატიის ავტორი. აგრეთვე თანაავტორი წიგნის “ახალი მედია ჟურნალისტებისათვის”.   

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
3. სტუდენტებისათვის - 10%

საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test