შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.06

2015

განცხადებები / ვაკანსიები

„თრიალეთი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" აცხადებს ვაკანსიას ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" თბილისის ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

- ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავება, შესრულების კონტროლი;
- სატელევიზიო და რადიო პროექტების განხორციელება. ახალ იდეებზე მუშაობა.
- ბიუროს განყოფილებების მართვა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა, თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, მათთვის სათანადო მითითებების და დავალებების მიცემა, შესრულების მონიტორინგი;
- კომპანიის მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა. 
- ტელევიზიის და რადიოს რეიტინგების და შემოსავლების მუდმივ ზრდაზე ზრუნვა.
- დონორებთან მუშაობა. პროექტების მართვა.
- მარკეტინგული და გაყიდვებზე ორიენტირებული პროცედურებისა და ღონისძიებების დაგეგმარება, განხორციელება; 
- კომპანიის პიარზე მუშაობა სხვა და სხვა მეთოდებით.
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება.
- სასურველია მედია მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თვისებები:

- ნოვატორული, კრიტიკული, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; აქტიური, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, პოზიტიური; შედეგზე ორიენტირებული;
კომუნიკაციის კარგი უნარი; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი. 
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის კარგი უნარი. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; სხარტი აზროვნების უნარი; კომერციული ხედვა; საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; მართვის და დარწმუნების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე;

შერჩევა მოხდება გასაუბრებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ CV-ის და სამოტივაციო წერილის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან. 
კანდიდატი შეირჩევა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trialeti@trialeti.ge 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test