შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

მართვის აკადემია 22 ივნისიდან აცხადებს “ფონდების მოძიების სტრატეგიის” სამკვირიანი სერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადს

 

 


ფონდების მოძიება არამომგებიანი ორგანიზაციების (მათ შორის მედია ორგანიზაციების)  სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ძირითადი, სასიცოცხლო ფუნქციაა. ორგანიზაციის მიერ ფონდების მოთხოვნა, შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და დონორების კულტივაციის გრძელვადიანი პროცესის გვერდის ავლით, ამცირებს წარმატების შანსს.

საპროექტო წინადადების შემუშავებისას, ფანდრეიზერი როგორც მაძიებელი, ისე დონორი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს.

დონორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის ხარისხიანად განხორციელება. საპროექტო წინადადებამ დონორი უნდა დაარწმუნოს, რომ პროექტი მისი და  მაძიებელი ორგანიზაციის საერთო მიზანს ემსახურება.

ვისთვისაა კურსი?

კურსი განკუთვნილია ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.

რას მივიღებ კურსის გავლით?

კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეიძენენ სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოიძების უნარებსა და ცოდნას:

-შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა;
-ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას; იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე;
-გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური -დონორებიდან ფონდების მოთხოვნის თავისებურებებს;
-გაეცნობიან სანაცნობო ქსელის განვითარების ხერხებს;
-გაეცნობიან ფონდების მოძიების დაგეგმვის ინსტრუმენტებს (ROPES); გაეცნობიან ქეისებს.


კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ ორგანიზაციებს წარუდგინონ ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის მონახაზი და ერთი საპროექტო წინადადება. ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.

განრიგი

შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 22 ივნისიდან 9 ივლისამდე, 19:00 – 22:00 მონაკვეთში, ერთი მოკლე შესვენებით მართვის აკადემიაში, უშ. ჩხეიძის 19

კურსს გაუძღვება მაია მიქაშავიძე. სესიას სანაცნობო ქსელის თემაზე გაუძვღვება ალექსანდრე ჯეჯელავა.

მაია მიქაშავიძეს, რომელიც სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მასკომუნიკაციის დოქტორის ხარისხს ფლობს, არასამეწარმეო ორგანიზაციის მართვის და ფონდების მოძიების 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა წამყვან საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში, და მართავდა საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, USAID,  ევროპის საბჭო, ეუთო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბრიტანეთს საბჭო, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ღია საზოგადოება - საქართველო,  აირექსი, ინტერნიუსი,  ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი, და ევროპის ჟურნალისტთა ცენტრი) ურთიერთობას. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ მოიძია დაახლოებით მილიონი დოლარის საგრანტო დაფინანსება 2001-11 წლებში.  მაია მიქაშავიძე მართვის აკადემიის დამფუძლებელი პარტნიორია (https://www.linkedin.com/profile/view?id=190467991)

სასერტიფიკატო კურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://www.macademy.ge/Fundraising

კურსის საფასურია 720 ლარი ერთ მონაწილეზე. კურსზე რეგისტრაცია საიტზე: https://www.macademy.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
“მართვის აკადემია”
საკონტაქტო პირი: ნატალია მუხადგვერდელი
მისამართი: უშანგი ჩხეიძის 19
ტელეფონი: 295 97 99
ელფოსტა: info@macademy.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test