შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.09

2015

კონკურსები

კონკურსი მედია საშუალებებისთვის საუკეთესო სტატიის და სიუჟეტის მოსამზადებლად რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების თემაზე

 

 

ასოციაცია ჰერა XXI  პროექტის ,,უსაფრთხო აბორტი ქალის არჩევანია”-ს ფარგლებში და  კოალიცია ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის ”  ,,ქალთა ფონდი საქართველოში” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მედიის წარმომადგნელებისთვის აცხადებს  კონკურსს.

კონკურსის მიზანია:

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ქართული მედიის თვითშეგნების ამაღლება.

აღნიშნულ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების წახალისება, რათა ისინი დაინტერესდნენ და სიღრმისეულად გააშუქონ აღნიშნიშნული საკითხი.

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების წინ წამოწევა და არსებულ სიახლეებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.

პრიორიტეტული მიმართულებებია:

ნაადრევი ქორწინება - გამომწვევი მიზეზები და შედეგები;
სოფლად მცხოვრები, მოწყვლადი ჯგუფის  ფერტილური ასაკის  ქალების ან ახალგაზრდების  ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული  ჯანმრთელობის სერვისებზე.  მათი უფლებების აღიარება;
ოჯახის დაგეგმვის სერვისები, თანამედროვე კონტრაცეფცია - როგორც აბორტის ალტერნატივა;
სექსუალური გზით გადამდები დაავადებები და მათი პრევენცია განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში;
სქესობრივი და რეპროდუქციული განათლების საჭიროება - ფორმალური, არაფორმალური;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:

განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ სადაც მითითებული იქნება მასალის გამოქვეყნების თარიღი,  გაზეთის, ჟურნალის ან ინტერნეტ გამოცემის სახელწოდება, მაუწყებლის დასახელება;

პირადობის მოწმობის ასლი;

2015 წლის 1 ივნისიდან  2015 წლის  25 აგვისტომდე საქართველოს  ტერიტორიაზე მოქმედ მედიაში - გაზეთში, ჟურნალში, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სტატიის  ან ტელე და რადიო მაუწყებლის ეთერში გასული სიუჟეტის ასლი , რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის წახალისებას, გენდერული სტერეოტიპების დაძლევას და ქალთა უფლებების პატივისცემას.

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 800 სიტყვისა, ხოლო ტელე–რადიო სიუჟეტის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 წუთისა.

კონკურსანტებმა განაცხადები და პუბლიკაციები/სიუჟეტები უნდა გაგზავნონ ასოციაცია ჰერა XXI-ს ოფისში გამსახურდიას  გამზ II კვ. შენობა  9ბ2;    არაუგვიანეს 1 სექტემბრისა,  შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: ntsul@caucasus.net

გამარჯვებულ I და II  საპრიზო ადგილებს გამოავლენს ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში ქულათა დარიცხვის მეთოდით.   ეს კატეგორიებია: თემის აქტუალურობა და შესაბამისობა კონკურსის პირობებთან; შესაბამისობა მედიის სტანდარტებთან; გადმოცემის სტილი. 

ორივე გამარჯვებულს გადაეცამა ჯილდოს სახით  499 -499 ლარი.
ყველა მონაწილე პირს გადაეცემა სიგელები.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი ეკა წივწივაძე 595 4908010

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test