შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

ჟურნალისტიკის მოკლევადიანი კურსი

 

 

დაიწყო ჟურნალისტიკის მოკლევადიანი კურსი საჩუქრად მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტიკის შესწავლით. კურსი შუძლია გაიაროს ნებისმიერი განათლებისა და ასაკის მქონე პირმა.

კურსი შედგება 8 მოდულისგან. თქვენ ისწავლით:

1.ვინ არიან ჟურნალისტები? წერის კულტურა, როგორ დავიწყოთ მასალა, ვინ არიან ჩვენი წყაროები, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია წყაროსთან, ინტერვიუს აღება
2.რა არის ახალი ამბავი, სტატია, ნიუსის აგება, რეპორტაჟი ინფორმაციის მოპოვება და გადამუშავება. სტატიის აგება. რა არის ლიდი. სტატიის სტრუქტურა,
3. ინტერვიუს აღება, წყაროს შეფასება და დაბალანსება
4. რა არის მედია ეთიკა, რა არის პლაგიატი. დისკუსია რა უფრო მნიშვნელოვანია ამბავი თუ…? ფილმის ჩვენება, სტიგმა, დისკრიმინაცია, სავარჯიშო ქსენოფობიურ გამონათქვამებზე
5.ტრავმა და ჟურნალისტიკა, როგორ ფუჭდება ინფორმაცია, ილუსტრაციის მნიშნველობა
6. როგორ ვიმუშაოთ საგანგებო სიტუაციების დროს, მიტინგები და ა.შ. პრესრელიზის აგება, ანას ისტორია
7. სასწავლო ფილმის ჩვენება, პრეს–რელიზის აგება, მედიასთან კომუნიკაცია,
8. ახალი მედიის განვითარების ისტორია, ბლოგინგი, სტატისტიკა და კვლევები.

ლექციების შედეგად თქვენ გამოიმუშავებთ ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ხოლო თქვენი საუკეთესო ნაშრომი გამოქვეყნდება ჩვენ პარტნიორ მედიასაშუალებებში.
ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე , თეორიის სწავლა საფასურის გადახდის გარეშე!  კურსზე რეგისტრაციის, სასწავლო მასალების, პრაქტიკის გავლის, სერთიფიკატის გაცემის, ღირებულებაა: 35 ლარი

კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. ლექციები გაიმართება კვირაში 2-ჯერ.

სწავლა იწყება 24 ივნისი

I-ჯგუფი
ორშაბათი-ოთხშაბათი – 16:30 საათზე

სწავლა იწყება 25 ივნისი 
II-ჯგუფი
სამშაბათი-ხუთშაბათი – 15:15საათზე

მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com სათაურში მიუთითეთ სასურველი ჯგუფი
მის. ქეთევან წამებულის # 20

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს

პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“ ახორციელებს დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. მათ შორის, პროექტის ინტელექტუალურ მხარდაჭერას ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობა ” ახორციელებს. არაფორმალური განათლების პროგრამის “ხელმისაწვდომი განათლება ჩემი უფლებაა” მიზანია, ჟურნალისტური ტექნიკის ბაზისური ცოდნა ყველა დაინტერესებული პირისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test