შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

IREX იწვევს ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა

 

 

პროგრამა “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული  მმართველობისთვის“ (M-TAG),  რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს, იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე:სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა.

 

ჟურნალისტებისთვის ინტერაქტიულ სასწავლო კურსს გაუძღვება სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი დავით გზირიშვილი.

24 საათიანი აკადემიური კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკა და პოლისი: მიზანი, ამოცანა, სტრატეგია და პრიორიტეტები; პიროვნების და ერის ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და მისი ფუნქციები; ჯანდაცვის სისტემის მოდელები და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა; სოციალური დაცვის სისტემა - სოციალური დაცვის სქემები და რისკები; სოციალური დაცვა  და სოციალური უსაფრთხოება; სოციალური დაზღვევა - შერჩევითი და საყოველთაო, ხელმისაწვდომობა და თანასწორობა , ინდივიდუალური და სოლიდარული; შრომის ბაზარი - განსხვავება „დასაქმების პოლიტიკასა“ და „შრომის ბაზრის პოლიტიკას“ შორის; შრომის ბაზარი, სოციალური დაცვის სისტემა და ეკონომიკა; სოციალური დაცვა და სიღარიბე; ჯანდაცვის სისტემა საქართველოში: სისტემის მოდელები და განმსაზღვრელი ფაქტორები; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა საქართველოში.

სასწავლო კურსის წარმართვაში ჩაერთვებიან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი და საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორი გივი ჯავაშვილი.

სასწავლო კურსის ხანგრძლიობა 24 აკადემიური საათი იქნება და დაიწყება 2015 წლის 1 ივლისიდან. კურსი ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი), დღის პირველ ნახევარში 10:00 – 14:00 საათამდე (4 საათის განმავლობაში), IREX-ის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ სიღრმისეული ცოდნა სოციალურ დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე და აქვთ აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადების გარკვეული გამოცდილება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ჟურნალისტური მასალები სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის თემაზე.

ტრენინგების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი  პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 29  ივნისის, 15:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ (მიუთითეთ სოციალურ დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის თემაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალი და შესაბამისი ბმული). წერილში უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად.

გამარჯვებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 30 ივნისს, 2015.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით IREX M-TAG პროგრამაში.

საკონტაქტო:

ანა ნიჟარაძე                                                    ეკატერინე ფირცხალავა

M-TAG ტრენინგ მენეჯერი                           M-TAG მედია განვითარების უფროსი სპეციალისტი

ტელეფონი: 2 91 26 08 (117)                         ტელეფონი: 2 91 26 08 (103)


M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test