შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.10

2019

განცხადებები / კონკურსები

ტენდერი GNCC-ს აპარატის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის მიზნით, საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვაზე

 

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აპარატის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის უზრუნველსაყოფად  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა- 2015 წლის 1 ივლისი;.

კომისიიც ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მისიის, მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალიწინებით ორგანზაციის დღეს არსებული სტრუქტურის ეფექტიანობა უნდა შეისჭავლოს, გაანალიზოს კომისიის ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტების ფუნქციების და თანამდებობრივი ინსტრუქციების ორგანიზაციის მიზნებთან  შესაბამისობა, ასევე, კომისიის აპარატის საქმიანობის პროცესის და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა წესები.

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზანს, ასევე, წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანაშრომელთა და მენეჯერთა სამუშაო შეფასება, რაც გულისხმობს თანამშრომელთა ფუნქციონალური დატვირთვის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესწავლას.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის უზრუნველსაყოფად  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ, ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge), ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://procurement.gov.ge/)

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test