შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.07

2015

განცხადებები / კონკურსები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს სტუდენტებს პროექტში  „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ მონაწილეობის მისაღებად.

შერჩეული 20 აპლიკანტი ექვსი თვის განმავლობაში მოისმენს საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სადისკუსიოდ შერჩეულ თემებზე და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა, მოამზადებენ გამოკითხვებს, შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე https://liberalizmi.wordpress.com/.

კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და აქტივობები 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

მსურველებმა უნდა გაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პროექტის დასახელება.

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:  2015 წლის 22 ივლისის 18:00 საათი

CV და სამოტივაციო ცალკ-ცალკე ფასდება ქულებით. იმ აპლიკანტებთან, რომლებიც მაქსიმალური ქულის ნახევარს მაინც დააგროვებენ, გაიმართება გასაუბრება.

გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა რამდენიმე კომპონენტს, რომელიც ასევე ცალკ-ცალკე ქულებით შეფასდება. საბოლოოდ პროექტის მონაწილეები ჯამური ქულებით შედგენილი რეიტინგის მიხედვით შეირჩევა.

***

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა. მათ მიერ შექმნილი მასალები იტვირთებოდა ბლოგზე, ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, ასევე მომზადდა გადაცემა LibTime, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის YouTube Channel-ზე http://www.youtube.com/user/liberalismcentre.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის 6ა
ტელეფონი: 298 22 51

BLOG:  liberalizmi.wordpress.com

e_mail: liberalismcenter@gmail.com
Youtube: http://www.youtube.com/user/liberalismcentre
Facebook: https://www.facebook.com/liberalism.center?ref_type=bookmark
twitter: @Libcenter   

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test