შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.06

2015

განცხადებები / ანონსი

ექსპერტები ოდესიდან, ბაქოდან და თბილისიდან იმსჯელებენ კრემლის პროპაგანდის საფრთხეებზე

 

 

27 ივნისს თბილისში   გაიმართება სამოქალაქო მოსმენა თემაზე: რუსეთის პროპაგანდა როგორც  საშიშროება უკრაინის აზერბაიჯანის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

ღონისძიება დაიწყება   15:00 საათზე,  „კავკასიურ სახლში“ (მის“ გალაქტიონ ტაბიძის ქ. № 20)

უკრაინის მხრიდან მოხსენებით გამოვა არტიომ ფელიპენკო, პოლიტოლოგი ქალაქ ოდესიდან, აზერბაიჯანის მხრიდან- ბაქოელი ექსპერტი შაჰბაზ ჰოდუოღლუ, საქართველოს მხრიდან-თბილისელი ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი.

ღონისძიების ორგანიზატორია სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი (საქართველო).  შეხვედრა დაგეგმილია   პროგრამის - „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ - ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (National Endowment for Democracy - NED).

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test