შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.06

2015

განცხადებები / ტრენინგები

როგორ გავაშუქოთ სტრესული სიტუაციები და ტრავმირებულ ადამიანებთან ურთიერთობა - ეთიკის ქარტიის ტრენინგი

 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად “სტრესული სიტუაციები და ტრავმირებულ ადამიანებთან ურთიერთობა”.

 ტრენინგი განკუთვნილია თბილისში მოქმედი ჟურნალისტებისთვის, ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 11 ივლისს, დილის 10.00-დან საღამოს 18.00-მდე, ქარტიის ოფისში.  

ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ტრენინგი იმართება საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის: (M_TAG) ფარგლებში.

ტრენერები: მაია ცირამუა, სოფო ტაბაღუა

მონაწილეობის მსურველებმა გაგგზავნეთ განაცხადი და რეზიუმე 6 ივლისის 18:00 სთ-მდე შემდეგ ელ-ფოსტაზე:trainingcharter@gmail.com

სათაურში  მიუთითეთ: " ტრენინგი -“სტრესული სიტუაციები და ტრავმირებულ ადამიანებთან ურთიერთობა”

საკონტაქტო პირი: თამარ რუხაძე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: 599 40 90 31

ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test