შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.07

2015

ვაკანსიები

„ინტერნიუსი-საქართველო“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა აქტივისტებისთვის

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსი-საქართველო“ პროექტისთვის „ინფორმირებული ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის“ აცხადებს ახალგაზრდა (18-დან 25 წლამდე) აქტივისტების შესარჩევ  კონკურსს 7 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი, ახალციხე.

კონკურსის საფუძველზე შერჩეული 12 ახალგაზრდა ჩაერთვება პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში: 2 დღიანი ტრენინგი „სამოქალაქო განათლება“ (საარჩევნო სისტემები და პროცედურები, არჩევნების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და ა.შ.), რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრების ორგანიზება და სხვა.

თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა და გსურს ჩაერთო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, ხელი შეუწყო შენს ქალაქში ახალგაზრდების გააქტუირებას მონაწილეობა მიიღე პროექტში, გამოაგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: eka@internews.ge.  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის  30 ივლისი, ნაცვლად ადრე გამოცხადებული 25 ივლისისა.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test