შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.07

2015

კონკურსები

განაცხადების მიღება მედია და არტპროდუქტების შესაქმნელად

 

 

აქტივისტების, მკვლევრების, ჟურნალისტების, ბლოგერების, ფოტოგრაფებისა და მულტიმედია არტისტებისთვის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის, ფოტოგრაფებისა და ვიდეო ბლოგერებისთვის. კონკურსის მიზანია საქართველოში არსებული პრობლემატური სოციალური საკითხების შესახებ ტექსტების, ფოტო- ან ვიდეობლოგების  მომზადებაში მხარდაჭერა. 

ბლოგი უნდა ასახავდეს სოციალური პრობლემების  სისტემურობას და წარმოაჩენდეს მის სტრუქტურულ ხასიათს. ბლოგერმა უნდა მოახერხოს კონკრეტული სოციალური გამოწვევების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებებთან დაკავშირება და მათი ახალი კუთხით წარმოჩენა. კონკურსანტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ბლოგის თემატიკასა და მედიუმს. 

საჭიროების შემთხვევაში, EMC აანაზღაურებს კონკურში შერჩეული აპლიკანტების რეგიონებში ვიზიტისა და ცხოვრების ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგზავნოთ:
• ბლოგის კონცეპტი (ერთ გვერდამდე);
• თქვენ მიერ, ამ დრომდე გამოქვეყნებული მასალის (ტექსტი ან ფოტო ან ვიდეო) ლინკი ან პორტფოლიო.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 31 ივლისი.

ზემოთ ჩამოთვილი დოკუმენტები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: 
humanrightsemc@gmail.com

ჰონორარის მოცულობა: 
ბლოგი - 140 ლარი; 
ფოტო-პროექტი - 120 ლარი; 
ვიდეობლოგი - 160 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 557 735 431 ლაშა ქავთარაძე

ან მიწერეთ:

შანიძის ქ. 3, 0179, თბილისი, საქართველო 
humanrightsemc@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test