შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.10

2015

განცხადებები / კონკურსები

მედია კონკურსი თემაზე: „მედიის როლი ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისას“

გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ინიციატივით საქართველოს მასშტაბით იწყება მედია კონკურსი თემაზე "მედიის როლი ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისას". 

კონკურსის მიზანია მედიის როლის გაძლიერება სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფების თემაზე მუშაობის დროს და მედიის გავლენა რისკების შემცირების პროცესში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც 10 ოქტომბრამდე მოამზადებს მასალას "ბუნებრივი კატატროფების რისკების შემცირების თემაზე".

კონკურისის თემაზე მომზადებული საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტისა და სტატიის ავტორების დაჯილდოება ოქტომბერის თვეში დაგეგმილ კვირეულის ფარგლებში მოხდება. ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის სპეციალური ჟიური 3 საუკეთესო ავტორს განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოვებს.

კონკურსი „მედიის როლი ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისას" ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერი არის „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი" (ECHO).

პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე http://www.asb-georgia.org. (http://asb-georgia.org/main/modules/22/0/22)

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაუკავშირდით: თეონა ჯულუხაძეს, მობილური: 599 475060; ელ-ფოსტა: t.julukhadze@asb-georgia.org ან მაია ჩიტაშვილს, მობილური: 593260609maiko@publicity.ge.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test