შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.11

2015

კონკურსები

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალიტებისათვის, ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლების საკითხებზე

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი მედია საშუალებების მოქმედი ჟურნალისტებისათვის –„ინფორმირება ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის “, კონკურსი ტარდება პროექტის „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და  განათლებისთვის“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სასწავლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის თანახმად,  საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებები აპირებენ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, ახალგაზრდებს შორის  საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების მიზნით.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიი სწარმომადგენლების  ინტერესის გაზრდასა და სტიმულირებას, რომ აქტიურად მოამზადონ ახალგაზრდა ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სტატიები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქმედ რეგიონულ ბეჭდურ  და ინტერნეტმედიაში მომუშავე ჟურნალისტებს:

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ მომზადებული ერთი, ან რამდენიმე მედიამასალა, რომელიც 2015წლის 15 ივნისიდან 15 ნოემბრამდე იქნება გამოქვეყნებული. საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო  ვადაა  2015 წლის 17 ნოემბერი.

- მულტიმედიური მასალის/რეპორტაჟის ლინკი (ატვირთული  www.youtube.com  ან ინტერნეტმედიაში გაშუქებული სტატიის ლინკი;
- სტატიის PDF ფაილი და დასკანერებული ვერსია (გაზეთის ნომრისა და თარიღის მითითებით);
რედაქციისა და ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელფოსტა.

GRMA იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მედიამასალა,   გამოცემის სახელწოდების,  ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრები განთავსდება  GRMA -ს ფეისბუქგვერდზე და ვებგვერდზე.

საუკეთესო მეიდიამასალის გამოვლენის კრიტერიუმები:

კონკურსზე წარმოდგენილი მასალა შეფასდება ქულების მიხედვით (თითო პუნქტი- მაქსიმალური 10 ქულა) წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით:

- სტატიის/სიუჟეტის მიუკერძოებლობა და ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;
- წარდგენილი საკონკურსო სტატიის ან მულტიმედია სიუჟეტის რეალისტურობა და პრობლემის მკაფიოდ გაშუქება;
- ნამუშევრის კრეატიულობა და ინოვაციურობა;
- სტრუქტურა, გაშუქების სტილი;
- ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დაცვა;
-გამოქვეყნებული/წარმოდგენილი მასალების რაოდენობა;

საკონკურსო მასალებს შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება მედია პროფესონალებით და „GRMA-ს“ წარმომადგენლებით. 

გამოვლინდება  ორი საუკეთესო ბეჭდური სტატია და ორი საუკეთესო მულტიმედიური მასალა. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით ინტელექტუალური პრიზებით.

განხილული იქნება ყველა სტატია და რეპორტაჟი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.

საკონკურსო მასალები გაგზავნეთ ასოციაციის ოფიციალურ იმეილზე: grmageorgia@gmail.com

Subject მიუთითეთ: მედია კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, მაია მამულაშვილს 593264533 და პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს  599107794; 577247711.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test