განცხადებები
დედლაინი
10.08
2015
ვაკანსიები
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის პროგრამის წამყვანის პოზიციაზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს დილის ყოველდღიური პროგრამის წამყვანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს საათები: მცოცავი
ძირითადი სამუშაო მოიცავს:
- პირდაპირ ეთერში მუშაობა (ეთერის მიმდინარეობა: 07:00- 10:00);
- პროგრამის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- თემებისა და სტუმრების მოძიება პროდიუსერებთან ერთად;
- საკადრო ტექსტების მომზადება;
- პროგრამის რეჟისორთან/პროდიუსერთან კოორდინირებული მუშაობა.
კონკურსანტის პროფილი:
- უმაღლესი განათლება. სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- კანდიდატის ასაკი - 30 წლიდან 45 წლამდე;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ და სხვა უცხო ენებს;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- იმპროვიზაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- აპლიკაციების გადარჩევა
- გასაუბრება
- ქასთინგი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათით ელ.მისამართზე: hr@gpb.ge 2015 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დილის წამყვანი", წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ განიხილება.