განცხადებები
დედლაინი
29.08
2015
განცხადებები / ვაკანსიები
ტელეკომპანია კავკასია აცხადებს კონკურსს დღის გადაცემის წამყვანის პოზიციაზე
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- პირდაპირ ეთერში მუშაობა /სამუშაო საათები: მცოცავი/
- პროგრამის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- თემებისა და სტუმრების მოძიება პროდიუსერებთან ერთად;
- გადაცემის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
- კანდიდატის ასაკი - შეუზღუდავი
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ და სხვა უცხო ენებს;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
-მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება.
- დროის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- იმპროვიზაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- აპლიკაციების გადარჩევა
- გასაუბრება
- ქასთინგი
მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- კანდიდატის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი;
- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Kavkasiatv.info@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 აგვისტო
გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.