შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.09

2015

ტრენინგები

ალისია ვანლესის ლექცია-(დეზ)ინფორმაციის ერა: როგორ იცვლება მედია

ინტერნეტი სწრაფად ცვლის ჩვენს საინფორამციო გარემოს. მედია საშუალებები ცდილობენ ფოკუსირდნენ ონლაინ აქტივობებზე. ვინაიდან მოწონებები, კომენტარები და გაზიარებები იზიდავენ სარეკლამო ბიუჯეტს, მედია ორგანიზაციები ეძებენ აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის ახალ ხერხებს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ახალ ამბებზე. უფრო მეტიც, პოლიტიკური წესრიგის მქონე მედია ორგანიზაციები საკმაოდ მოხერხებულად ავრცელებენ თავიანთ შეხედულებებს.

ორიგინალური კვლევებსა და მაგალითებზე დაყრდნობით, ალისია ვანლესი ისაუბრებს თუ როგორ ცდილობენ მედია საშუალებები ინფორმაციის გავრცელების ახალ მეთოდებთან ადაპტირებას, მანიპულირებენ აუდიტორიით მათი ჩართულობს გაზრდის მიზნით, და თუ როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას.

ალისია ვანლესი იკვლევს პროპაგანდის გავლენას ციფრული ერაში და ამ კვლევების შედეგებს იყენებს სტრატეგიული კომუნიკაციების კამპანიების დაგეგმვაში. მისი 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ცოდნის ფართო სპექტრს, რაც ცალსახად აპოზიციონირებს მას როგორც პროპაგანდისტს, მათ შორის, როგორც უსაფრთხოების ანალიტიკოსს და სტრატეგიული კომუნიკაციების არქიტექტორს. გამოყენებითი კვლევების გარდა, ალისია ვანლესი არის ტრენინგის - “ინფორმაციის მართვა ციფრული ერაში” ავტორი, რაც მოიცავს მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის მონიტორინგს, გამოძიებას და გადამოწმებას; აგრეთვე, თუ რა ვრცელდება ონლაინ რეჟიმში. ალისია არის SecDev ფონდის კომუნიკაციების დირექტორი (ოტავა, კანადა) და უზიარებს თავის კვლევებს გავლენაზე და პროპაგანდაზე La Generalista-ზე.

შეხვედრა იმართება ლონდონის ფრონტლაინ კლუბის საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში. 

17 სექტემბერი, 19:00
ლადო ასათიანის 62


დასწერება თავისუფალია

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test