შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.09

2015

კონკურსები

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო აცხადებს მე-2 ყოველწლიურ კონკურსს ჟურნალისტებისთვის

კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო აცხადებს მე-2 ყოველწლიურ კონკურსს "აირჩიე განათლება" წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად განათლების თემაზე. 

კონკურსში განსახილველად მიიღება 2015 წელს განათლების თემაზე ბეჭვდით ან ელექტრონულ მედიაში გავრცელებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე, რეპორტაჟი), საავტორო რადიო ან ტელე სიუჟეტი. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 5750 ლარს. 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: 

** საუკეთესო პუბლიკაცია - 2250 ლარი 
** საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი/გადაცემა - 2250 ლარი 
** საუკეთესო პუბლიკაცია ან ტელე/რადიო სიუჟეტი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ (ქართული და უცხოური უნივერსიტეტების თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამების, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლა, ამ პროგრამების/პროექტების გავლენა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ა.შ.), Erasmus + ეროვნული ოფისის სპეციალური პრიზი - 1250 ლარი

გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. 
საუკეთესო ნამუშევრებს გამოვლენს კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველოს გამგეობის და მედიის სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური. 

ძირითადი კრიტერიუმები საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად: 

საკითხის აქტუალობა, კვალიფიციური დასაბუთება/ასახვა, რეზონანსი, გადმოცემის უნარი/ფორმა, შესაბამისობა განათლება ყველასათვის პრინციპებთან.

უპირატესობა მიენიჭება მედია ნამუშევარს, რომელიც არ არის დაფინანსებული მიზნობრივი პროექტის ფარგლებში. კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო წარმოადგენს განათლების სფეროში მოღვაწე ცამეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელიც 2013 წლის ბოლოს შეიქმნა და ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში. განათლება ყველასათვის - საქართველო მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრია 2014 წლიდან. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ განაცხადის ფორმა კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო ვებგვერდიდან: www.efageorgia.ge  ან ისარგებლონ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1a2ZCck9kYkg1SVE/view  განაცხადის ფორმის შევსებისას,  შესაბამის გრაფაში მიუთითეთ ბმული, სადაც განთავსებულია კონკურსში წარმოდგენილი მასალა.

შევსებული სარეგისტრაციო განაცხადი 2015 წლის 15 ნოემბრამდე  გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: voteforeducation@efageorgia.ge 

გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება 2015 წლის დეკემბერში. თარიღი გამოცხადდება დამატებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი 
ბექა ურუშაძე 
ტელ.: (577) 980884| 220 6774/75 
ელ-ფოსტა: beka.urushadze@ctc.org.ge 
მისამართი: ქ. თბილისი, 0186, ოთარ ჩხეიძის 5 (ყოფილი: ალ. ყაზბეგის გამზ. 34, ნაკვეთი 3)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test