შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

05.09

2015

ტრენინგები

სასწავლო კურსი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (www.activities.ge ) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდების შესარჩევად. პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საკითხების გაშუქება სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის კონტექსტით და ამ პროცესში ქისტი ახალგაზრდების ჩართვა.

ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან პანკისის ხეობაში მცხოვრები, 18–დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

დაინტერესებულმა პირებმა 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:reginfo.ge@gmail.com დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სასწავლო კურსის ფორმატი

სწავლა უფასოა და კურსი 8 დღიანია. მეცადინეობები ჩატარდება პანკისის ხეობაში. სამუშაო ენა – ქართული. სწავლების პერიოდში მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ 7 ახალგაზრდას პროფესიონალი სპეციალისტები შეასწავლიან:

ვიდეო  გადაღება და მონტაჟი – ტრენერი შოთა გოგიშვილი;

ფოტოგრაფია და ფოტოშოპი – ტრენერი დავით მძინარიშვილი;

ონლაინ მედია პროდუქტის შექმნა, ეთიკური სტანდარტები – ტრენერი ზვიად ქორიძე;

ახალი ტექნოლოგიები – ტრენერი კონსტანტინე  სტალინსკი;

კურსის დასრულების შემდეგ:

მაღალი შეფასების მქონე მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს;
სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობას;

რეკომენდაციას საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის“ პროექტის კოორდინატორს სულხან ბორძიკაშვილს. ტელ: 598 69 52 51

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test