შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.09

2015

ანონსი

დისკუსია თემაზე: ტელემაუწყებლობის უახლესი გამოწვევები საქართველოში: როგორ შეხვდება ქართული მედია 2016 წლის არჩევნებს?

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვას და იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამის თაობაზე გაკეთებული განცხადებების პათოსს. ამასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და უფრო ადრე ტელეკომპანია „მაესტროზე“ განვითარებული მოვლენები, კოალიციის აზრით, არა მარტო ამცირებს მედიაპლურალიზმს საქართველოში, არამედ მიუთითებს  მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე 2016 წლის არჩევნების წინა პერიოდში. კოალიცია ასევე თვლის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას არ აქვს ამომწურავი ინფორმაცია მედიაგარემოში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

კოალიცია იწვევს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ომბუდსმენის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრგვალ მაგიდაზე, სადაც შეფასდება ტელემაუწყებლობის უახლესი გამოწვევები და გაიმართება ცოცხალი დისკუსია, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება.

პარასკევი, 4  სექტემბერი, 2015 წ. 10:30-13:30 სთ
სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ საკონფერენციო დარბაზი, მე-2-ე სართული
უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე
მხარდამჭერი: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test