შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.09

2015

ტრენინგები

სემინარი: „ახალი ჟურნალისტიკა: მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის გამოყენება ახალი ამბებში და რა ვრცელდება ონლაინ რეჟიმში“

"მამაცი ახალი ჟურნალისტიკა: მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის გამოყენება ახალი ამბებში და რა ვრცელდება ონლაინ რეჟიმში" - ალისია ვანლესის სემინარი, რომელიც ტარდება ფრონტლაინ კლუბის საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში. 

ორდღიანი სემინარი მოიცავს ფონდ SecDev-ის სასწავლო პროგრამის “მამაცი ახალი ჟურნალისტიკა” 5 მოდულს. სემინარის მიზანია მონაწილეთათვის მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის მედიაში გამოყენებისთვის საჭირო კვლევის და გადამოწმების ტექნიკის, აგრეთვე ამ შინაარსის ონლაინ რეჟიმში გავრცელების გაცნობა. ტრენინგის მასალების ათვისება და ცოდნა გაზიარება მოხდება აქტივობებზე დაფუძნებული დავალებების და პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით.

ალისია ვანლესი იკვლევს პროპაგანდის გავლენას ციფრული ეპოქაში და კვლევების შედეგებს იყენებს სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვაში. მისი 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ცოდნის ფართო სპექტრს, რაც ცალსახად აპოზიციონირებს მას როგორც პროპაგანდის სპეციალისტს, მათ შორის, როგორც უსაფრთხოების ანალიტიკოსს და სტრატეგიული კომუნიკაციების არქიტექტორს. 

სემინარი განსაზღვრულია მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 

წინასწარი რეგისტრაციისთვის  დაუკავშირდით:
ელ ფოსტა: frontlinegeorgiaclub@gmail.com
ტელეფონი: 577464207
მისამართი: ლადო ასათიანის 62

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test