შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

05.10

2015

ტრენინგები

სემინარი-მონაცემების ფერადი კომუნიკაცია 2015

გაინტერესებთ, როგორ უნდა აქციოთ მოსაწყენი რიცხვები მიმზიდველ ინფოგრაფიკად? როგორ მოიძიოთ, გააანალიზოთ და იპოვოთ ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო ამბები სტატისტიკურ მონაცემებში? როგორ გამოიყენოთ დიზაინი და ონლაინ პლატფორმები ამბების ვიზუალური თხრობისთვის?

"ჯამპსტარტ ჯორჯიას" მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ვიზუალური კომუნიკაციის გუნდი მზადაა, თავისი გამოცდილება გაგიზიაროთ. შაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპის სახლში გიმასპინძლებთ მონაცემების ფერადი კომუნიკაციის სემინარებზე. დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგიონიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია მგზავრობის დაფინანსება. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ.

სემინარების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ, ასევე,   გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-მისამართზე: http://jumpstart.ge/ka/events/monacemebis-peradi-komunikacia-2015

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test