შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.09

2015

ტრენინგები

საერთაშორისო სემინარი IMED 2015: სიტყვის თავისუფლების ეთიკა

25 სექტემბერს, 17 საათზე მედიის განვითარების ფონდის -MDF-ის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო სემინარი IMED 2015 გაიმართება, რომელიც „სიტყვის თავისუფლების ეთიკას“ ეძღვნება.

IMED 2015-ის  სადისკუსიო თემაა: უნდა შეზღუდონ თუ არა ჟურნალისტებმა გამოხატვის თავისუფლება - როდის და რა მიზეზით?

პანელი I: იწვევს თუ არა შარლი ებდოს მკვლელობა  თვითცენზურის საფრთხეს?

პანელი II: უნდა აქვეყნებდეს თუ არა რედაქცია კონტრიბუტორის მასალას, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს  (რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მაგალითზე)?

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“, მისამართი: ჭავჭავაძის გამზ #32, A კორპუსი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test