შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.09

2015

ანონსი

ეთიკის ქარტია აცხადებს ღია კარის დღეს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ღია კარის დღეს ქარტიის ახლად მიღებული წევრებისა და წევრობის მსურველებისთვის.

შეხვედრა საორიენტაციო ხასიათისაა და მასში მონაწილეებს შეეძლებათ, უკეთ გაეცნონ როგორც ქარტიის პრინციპებს, ისე ორგანიზაციის მუშაობის წესებსა და წევრების ვალდებულებებს.

ღია კარის დღე გაიმართება სამშაბათს, 29 სექტემბერს, 13.00-დან 15.00-მდე.

მისამართი: შიო მღვიმელის 6ა, თბილისი.

შეხვედრა შედგება საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის: (M_TAG) ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს

ტელ: 599409031

ელ.ფოსტა – tamar.rukhadze@gmail.com

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test