შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

06.09

2015

„ინტერნიუსი-საქართველო“ თელავში ახალგაზრდებს შეხვდება, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე ქალაქ თელავში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ (ვაჟა-ფშაველას ქ. 3) „ინტერნიუსი - საქართველო“ გამართავს პროექტის „ინფორმირებული ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილ პირველ შეხვედრას ახალგაზრდებთან.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმი „ახალი თაობა და არჩევანი - პანკისი“ და პროექტის „მედია და ინფორმირებული ამომრჩეველი“ ფარგლებში მომზადებული ფილმი „ახალგაზრდები და არჩევნები“. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. ახალგაზრდები ისაუბრებენ  ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანატოლების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რითია გამოწვეული მათი პასიურობა, რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა ამომრჩევლის აქტიურობის გასაზრდელად და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშესაწყობად.

დისკუსია და წინასწარ მომზადებული კითხვარი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები შეავსებენ, შესაძლებლობას მოგვცემს გამოვავლინოთ პრობლემები და ახალგაზრდების შეხედულებები არჩევნების  შესახებ.

პროექტი, რომელიც სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება  2015 წლის 15 ივნისს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება.

პროექტით  გათვალისწინებული აქტივობებია:
სხვადასხვა საარჩევნო თემატიკაზე 6 საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმის მომზადება;
ახალგაზრდა აქტივისტთა ქსელის შექმნა თბილისსა და საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი);
 ტრენინგი „სამოქალაქო განათლება“ ახალგაზრდა აქტივისტებისთვის;
ახალგაზრდებთან შეხვედრა და დისკუსიის მოწყობა 7 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი, ახალციხე.

Facebook page: ინფორმირებული ახალგაზრდები

Youtube channel:  არჩევანი და ახალი თაობა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test