შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

09.10

2015

ანონსი

IDFI გამართავს დისკუსიას „საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება - არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები“

პარასკევს, 9 ოქტომბერს, 10:00-15:00-მდე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს დისკუსიას “საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება - არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები”.

დისკუსიის პირველი პანელის განხილვის თემაა საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება - არსებული მდგომარეობის ანალიზი, გეგმები და გამოწვევები. პანელში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ხუთი მომხსენებელი.  

- ირაკლი ქაშიბაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
- ანა ნაკაშიძე - OpenNet-ის გენერალური დირექტორი;
- მარიკა სულაბერიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
- უჩა სეთური - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
- მიხეილ გოთოშია - Alter Net-ის დირექტორი. 

დისკუსიის მეორე პანელის განხილვის თემაა  საქართველოს ელექტრონული სერვისები - მიღწევები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები. პანელში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ოთხი მომხსენებელი.

- ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
- ვლადიმერ სვანაძე - ააიპ “ინტერნეტის განვითარების ინიციატივა” (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე;
- მიხეილ ჯანიაშვილი - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
- შიო ხეცურიანი - იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო ელექტრონული სისტემების მიმართულება.

თითოეული პანელის მომხსენებელი ისაუბრებს 15 წუთის განმავლობაში. მოხსენებების შემდეგ დისკუსია წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ღონისძიება ტარდება პროექტის “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test