შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.10

2015

განცხადებები / ანონსი

თსუ-ს და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია

27 ოქტომბერს გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონალური პერსპექტივები" ("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives").

ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს: ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი.

ადგილი:  თბილისი, თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე მელიქიშვილის დარბაზი.
დრო: 27 ოქტომბერი (9:15 საათზე გახსნა).
სამუშაო ენა: ქართული და რუსული.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87, mediaruledwtsu@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test