შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

15.11

2015

განცხადებები / ტრენინგები

პროექტი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის , სტამბულში

შპს „გალხვი“ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს   იწვევს სტამბულში. პროექტში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოაჩინონ საკუთარი ჟურნალისტური ნიჭი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში:

მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

1. დაწერონ ანალიტიკური სტატია
2. გადაიღონ რეპორტაჟი
3. გადაიღონ ფოტოები
4. გააკეთონ შედარება სტამბულსა და თბილისს შორის
5. გაეცნონ ისტორიას და დღევანდელი სტამბულის გამოწვევებს
6. მიიღონ გამოცდილება უცხოელი კოლეგებისგან
7. ჩაწერონ ინტერვიუები

პროექტში მონაწილეობისთვის არსებობს ორი პაკეტი

პირველი, რომელიც შეადგენს  150 დოლარს და ღირებულებაში შედის:

-ექსკურსიები ადგილობრივ მედია საშუალებებში
-სასტუმროს ხარჯები სტამბულში
-სამჯერადი კვება პროექტის განმვალობაში
- პროექტში მონაწილეობა
- პროექტისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
- საერთაშორისო სერთიფიკატი
- ჟურნალისტის ბეიჯი, მაისური, ქუდი.

მეორე, რომელიც შეადგენს 250 დოლარს და ღირებულებაში შედის:

- ექსკურსიები ადგილობრივ მედია საშუალებებში
- ორმხრივი მგზავრობა (metro-ს ფირმის კომფორტული ავტობუსით )
-სასტუმროს ხარჯები სტამბულში
-სამჯერადი კვება პროექტის განმვალობაში
- პროექტში მონაწილეობა
- პროექტისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
- საერთაშორისო სერთიფიკატი
- ჟურნალისტის ბეიჯი, მაისური, ქუდი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

- მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
- ბაკალავრიატის სტუდენტებს
- მაგისტრატურის სტუდენტებს
- დოქტორანტურის სტუდენტებს
- მე-12-11-10 კლასის მოსწავლეებს

სასურველია, პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს ვიდეო ან ფოტო აპარატურა.

პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ვებ-საიტი, სადაც განთავსდება მონაწილეთა  ნამუშევრები. ხოლო თბილისში გაიმართება დასკვნითი საღამო, სადაც ჟიური გამოავლენს საუკეთესოს. საუკეთესო კი მიიღებს მონაწილეობას შემდეგ პროექტში,  უნგრეთში- ბუდაპეშტში, სადაც ის სრულად დაფინანსდება. ხოლო მეორე ადგილოსანი დასაჩუქრდება უნგრეთის პროექტის 50 პროცენტიანი ვაუჩერით. მესამე ადგილოსანი კი მიიღებს საჩუქრად სამოყვარულო ვიდეო კამერას.

რეგისტრაცია 2015 წლის 15 ნოემბრამდე. აპლიკაცია იხილეთ:  https://goo.gl/iTWQbW

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

☏ ტელ: 598979159 ; 579187886
ელ–ფოსტა: georgianfuturetv@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test