შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

10.11

2015

ანონსი

ევროპის სახლში გაიმართება დისკუსია თემაზე: მედიის ძალა

ევროპის სახლი გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება სამშაბათს, 10 ნოემბერს, 18.00 საათზე ევროპის სახლში (მისამართი: თავისუფლების მოედანი 1)

როგორ წარმოაჩენს რუსული მედია დასავლეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს? როგორ წარმოაჩენს ქართული მედია ევროკავშირს და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებს? როგორ წარმოაჩენს დასავლეთის მედია რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და მის პოლიტიკას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში? რამდენად შესაძლებელია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა?

მომხსენებლები:

თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი (თბილისი)

ანა ნემცოვა, ჟურნალის Newsweek და გამოცემის The Daily Beast მოსკოვის კორესპონდენტი (მოსკოვი)

ლორენს სკოტ შიტსი, ანალიტიკოსი, მწერალი და ჟურნალისტი, ორგანიზაციის International Crisis Group კავკასიის რეგიონის პროექტის ყოფილი დირექტორი (თბილისი)

მოდერატორი:

ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი, საგამოძიებო სატელევიზიო პროგრამის „განსხვავებული აქცენტები“ ავტორი და წამყვანი ტელეარხზე „რუსთავი-2“ (თბილისი)

ღონისძიება წარმოადგენს ექსპერტული დისკუსიების სერიის „საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის“ ნაწილს.

ინიციატივა დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში

სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული სინქრონული თარგმანით)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test