შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.11

2015

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი “ვიზუალიზაცია და პროექტირება Infographics-ში”

„კარიერისა და რესურსების განვითარების ცენტრი“ (CRDC) გიწვევთ ტრენინგზე “ვიზუალიზაცია და პროექტირება Infographics-ში”.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ იმუშაონ კომპიუტერულ პროგრამებში – "Illustrator" და "Photoshop", გაეცნონ ინფოგრაფიკული გამოსახულების შექმნის საუკეთესო პრაქტიკას როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბაზარზე და დამოუკიდებლად მოახდინონ ინფორმაციის ვიზუალიზაცია და პროექტირება ინფოგრაფიკულ გამოსახულებაში.

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვთ საბაზისო ცოდნა და არ აქვთ სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე დამწყები პირებისათვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებთ პროგრამირება, დიზაინი, ინფორმაციის ვიზუალიზაცია და ინფოგრაფიკა და გეგმავენ ამ მიმართულებით განვითარებას ან მუშაობას.

ტრენინგის თემატიკა:

დღე 1:

** რა არის ინფოგრაფიკა?
** კომპიუტერული პროგრამების – "Illustrator"–ის and "Photoshop"–ის ფუნქციებთან და შესაძლებლობებთან გაცნობა;
** კონტენტის დამუშვება/ინფორმაციის რაციონალიზება;

დღე 2:

** აუდიტორიის განსაზღვრა და სტილის (ტიპოგრაფია, ფერთა პალეტი, გამოსახულებების) შერჩევა; 
** ინფოგრაფიკული გამოსახულების დიზაინი;
** ინფოგრაფიკული გამოსახულების შექმნა;

ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი.

ტრეინინგი ჩატარდება ორ ნაწილად, შაბათ–კვირას, 16:00–დან 18:00 საათამდე.
ტრენერი: ანტონიო დი ვიკო, იტალიელი საერთშორისო ექსპერტი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საკითხებში.

ტრენინგის ღირებულება - 200 ლარი; მედიაში მომუშავ პირებზე და კორპორატიულ ჯგუფებზე ვრცელდება ფასდაკლება.

ტრენინგის თარიღები: 21–22 ნოემბერი და 28–29 ნოემბერი.

რეგისტრაციისათვის, პირველი ჯგუფის შემთხვევაში 21 ნოემბრამდე, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში 28 ნოემბრამდე მოთხოვნილი ინფორმაცია:

** სახელი, გვარი;
** საკონტაქტო ელ–ფოსტა და ტელეფონი;
** ტრენინგის შერჩეული თარიღები;
** სურვილისამებრ, ინფოგრაფიკული ნამუშევრის ნიმუში;

...გთხოვთ გადმოაგზავნოთ ელ–ფოსტის მისამართზე: info@crdc.ge;

ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე და გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

„კარიერისა და რესურსების განვითარების ცენტრი“ (CRDC)
ტელ: (+995 99) 246082; (+995 95) 256853;
ელ–ფოსტა: info@crdc.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test