შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.01

2016

ტრენინგები

პროექტი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ®

პროექტი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის , ქალაქ ბაქოში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 იანვრამდე .

ჩაერთეთ ჟურნალისტურ გამოწვევებში!!! მედია ტურის ფარგლებში, თქვენ გელით უამრავი სასიამოვნო თავგადასავალი, რომელიც გაიმართება 6 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით ულამაზეს ბაქოში. პროექტში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი ჟურნალისტური ნიჭი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში:
1.მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება:
2. დაწერონ ანალიტიკური სტატია
3. გადაიღონ რეპორტაჟი
4. გადაიღონ ფოტოები
5. გააკეთონ შედარება ბაქოსა და თბილისს შორის
6. გაეცნონ ისტორიას და დღევანდელი ბაქოს გამოწვევებს
7. მიიღონ გამოცდილება უცხოელი კოლეგებისგან
8. ჩაწერონ ინტერვიუები
9. მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

პროექტში მონაწილეობისთვის არსებობს ორი პაკეტი
პირველი, რომელიც შეადგენს აშშ 150 დოლარს და ღირებულებაში შედის:
- ექვსკურსიები ადგილობრივ მედია საშუალებებში
-სასტუმროს ხარჯები ბაქოში
-სამჯერადი კვება პროექტის განმვალობაში
- პროექტში მონაწილეობა
- პროექტისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
-საერთაშორისო სერთიფიკატი
-ჟურნალისტის ბეიჯი, მაისური, ქუდი.

მეორე რომელიც შეადგენს 220 აშშ დოლარს და ღირებულებაში შედის:
- ექვსკურსიები ადგილობრივ მედია საშუალებებში
- ორმხრივი მგზავრობა
-სასტუმროს ხარჯები ბაქოში
-სამჯერადი კვება პროექტის განმვალობაში
- პროექტში მონაწილეობა
- პროექტისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
- საერთაშორისო სერთიფიკატი
- ჟურნალისტის ბეიჯი, მაისური, ქუდი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
- ბაკალავრიატის სტუდენტებს
- მაგისტრატურის სტუდენტებს
- დოქტორანტურის სტუდენტებს
- მე-12-11-10 კლასის მოსწავლეებს

სასურველია, პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს რუსულ ენას და ჰქონდეს ვიდეო ან ფოტო აპარატურა.

პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ვებ-საიტი, სადაც განთავსდება თქვენი ნამუშევრები. ხოლო თბილისში გაიმართება დასკვნითი საღამო, სადაც ჟიური გამოავლენს საუკეთესოს. საუკეთესო კი მიიღებს მონაწილეობას შემდეგ პროექტში, სადაც ის სრულად დაფინანსდება. ხოლო მეორე ადგილოსანი დასაჩუქრდება მომდევნო პროექტის 50 პროცენტიანი ვაუჩერით. მესამე ადგილოსანი კი მიიღებს საჩუქრად სამოყვარულო კამერას.

რეგისტრაციისთვის 2015 წლის 20 იანვრამდე შეავსეთ აპლიკაცია: http://goo.gl/6DSZ3B
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტელ: 598979159 ; 579187886
ელ–ფოსტა: georgianfuturetv@gmail.com
ღონისძიება შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/931590693543238/

სააპლიკაციო ფორმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test