შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.02

2016

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი - გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა

2016 წლის 21-26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია დამწყებ ჟურნალისტებს იწვევს ტრენინგზე - "გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა" მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა-2016 წლის 12 თებერვალი

ტრენინგის აღწერა და მიზანი:

გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ. ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება მუდმივი პროცესია, რომელიც სწორედ მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობით იქნება სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებს მიეწოდოთ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ, რათა მოხდეს პირველ რიგში მათი, ხოლო შემდგომ საზოგადოების სწორად ინფორმირება.

ტრენინგის მიზანია დამწყები ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტებზე.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს. თეორიული მასალის მოსმენის გარდა, ძირითადი ფოკუსი გაკეთდება დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, ჯგუფურ სავარჯიშოებზე, პრეზენტაციებსა და ფილმის ჩვენებებზე; აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად ჩაერთონ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოისმინონ არგუმენტები და განავითარონ თავიანთი მსჯელობა.

კურსის ძირითადი თემები:

** გენდერის ძირითადი საკითხები;
** გენდერული როლები ოჯახსა და საზოგადოებაში;
** ქალთა უფლებების ძირითადი ასპექტები;
** ინტერვიუს მეთოდები;
** გენდერულად სენსიტიური გაშუქება;
** როგორ გავაშუქოთ ოჯახში ძალადობა და ქალის მიმართ ძალადობა;
** ეთიკური ნორმები და მედიის თვითრეგულირება;
** სექსიზმი მედიაში;
** მედია ეთიკის საბჭოები;

ტრენინგის წარუძღვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ტრენინგი განკუთვნილია დამწყები ჟურნალისტებისთვის, როგორც დედაქალაქიდან ისე რეგიონებიდან.

ტრენინგი ჩატარდება 2016 წლის 21-26 თებერვალს ქალაქგარეთ და სრულ ხარჯებს აანაზღაურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო ენაა ინგლისური და ქართული, სინქრონული თარგმანის მეშვეობით. ტრენინგის კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

თუ ხართ მედიის სფეროში დასაქმებული არაუმეტეს 1 წლისა, ან დაკავებული ხართ პრაქტიკით ან/და სტაჟირებით, დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (მაქს. 2 გვერდი) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: academy@ombudsman.ge

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2016 წლის 12 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის 6
ტელ (0322) 2 913814, 2 913815 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test