შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.02

2016

ტრენინგები

პროექტი ჟურნალისტებისთვის კიევში ®

პროექტი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, უკრაინის დედაქალაქ კიევში. მიმდინარეობს რეგისტრაცია 7 მარტამდე.

ჩაერთეთ ჟურნალისტურ გამოწვევებში!!! მედია ტურის ფარგლებში, თქვენ გელით უამრავი სასიამოვნო თავგადასავალი, რომელიც გაიმართება 17 მარტიდან - 21 მარტის ჩათვლით კიევში. პროექტში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი ჟურნალისტური ნიჭი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში:
მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
1. დაწერონ ანალიტიკური სტატია
2. გადაიღონ რეპორტაჟი 
3. გადაიღონ ფოტოები
4. გააკეთონ შედარება კიევსა და თბილისს შორის
5. გაეცნონ ღრმად ისტორიას და დღევანდელი კიევის გამოწვევებს
6. მიიღონ გამოცდილება უცხოელი კოლეგებისგან
7. ჩაწერონ ინტერვიუები
8. მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ევროს და ღირებულებაში შედის:
✔ ექსკურსიები ადგილობრივ მედია საშუალებებში
✔სასტუმროს ხარჯები კიევში
✔სამჯერადი კვება პროექტის განმვალობაში 
✔ პროექტში მონაწილეობა
✔ პროექტისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
✔ საერთაშორისო სერთიფიკატი 
✔ ჟურნალისტის ბეიჯი, მაისური, ქუდი.

პროექტის ფასში არ შედის მგზავრობა, ამ დროისთვის ფრენის ღირებულება შეადგენს: 
->ქუთაისი-კიევი, კიევი-ქუთაისი- (78.68 €)
->თბილისი-კიევი, კიევი-თბილისი- (142.16€)

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
- ბაკალავრიატის სტუდენტებს
- მაგისტრატურის სტუდენტებს
- დოქტორანტურის სტუდენტებს
- მე-12-11 კლასის მოსწავლეებს

სასურველია პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს რუსულ ენას და ჰქონდეს ვიდეო- ფოტოაპარატურა ან სმარტფონის ტიპის მოწყობილობა.
პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსდება თქვენი ნამუშევრები. ხოლო თბილისში გაიმართება დასკვნითი საღამო, სადაც ჟიური გამოავლენს საუკეთესოს. საუკეთესო კი მიიღებს მონაწილეობას შემდეგ პროექტში, სადაც ის სრულად დაფინანსდება. ხოლო მეორე ადგილოსანი დასაჩუქრდება მომდევნო პროექტის 50 პროცენტიანი ვაუჩერით. მესამე ადგილოსანი კი მიიღებს საჩუქრად სამოყვარულო კამერას.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2015 წლის 7 მარტამდე შეავსოთ აპლიკაცია: goo.gl/3plcAV
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☏ ტელ: 598979159 ; 579187886 
ელ–ფოსტა: georgianfuturetv@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test