შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.03

2016

ტრენინგები

ტრენინგი ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისთვის

"შინმოვლის პროგრამა" - პროექტი მოხუცებისთვის და შშმ პირებისთვის

"შინმოვლის პროგრამა" გულისხმობს მოხუცების და შშმ პირებისთვის აუცილებელი სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიწოდებას ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად. პროგრამის მონაწილეებს აკითხავთ ექთანი, სოციალური და ტექნიკური ასისტენტები და სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებს ბინაზე აწვდიან.

შინმოვლის მიზანია, მოხუცი და შშმ პირი მაქსიმალურად გრძელვადიანად დარჩეს ოჯახურ გარემოში და არ მოუწიოს ყოფნა კოლექტიურ დაწესებულებებში. ამჟამად პროგრამა თბილისში, ბათუმსა და გორში არსებობს და ფინანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ.

იმისათვის, რომ შინმოვლის პროგრამის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფრომაცია ჰქონდეს, კოალიცია"შინმოვლა საქართველოში" გეგმავს საინფორმაციო ტურნეს საქართველოს ქალაქებში.

უკვე გაიმართა  შეხვედრები თბილისში, გორსა და ბათუმში. ამჯერად იგეგმება  სამეგრელოს რეგიონის ქალაქებში შეხვეხდრები  ადგილობრივ ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აქტიურ ახალგაზრდებთან, რათა მიეწოდოთ ინფრომაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ.  სწორედ ეს სამიზნე ჯგუფები შეძლებენ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და შინმოვლის პროგრამის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებას.

ოთხშაბათს, 23 მარტს  ტრენინგები დაიწყება ქალაქ სენაკიდან. ხუთშაბათს,  24 მარტს გაიმართება ზუგდიდში და    პარასკევს, 25 მარტს-ფოთში.  

ჯგუფის მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო მასალა, ბლოკნოტები, კალმები, ბუკლეტები. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ყავის შესვენებითა და საკვებით. შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გაგზავნეთ CV მისამართზე – khukhiag@gmail.com

საკონტაქტო პირი -  გიორგი ხუხია. კოალიცია "შინმოვლა საქართველოში" მედია-კონსულტანტი. 591 01 82 20 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test