შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.03

2016

ტრენინგები

სტუდენტებს იწვევენ კონფერენციაზე -„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“ (DWA), იწვევს სტუდენტებს მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში „მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” მონაწილეობის მისაღებად

კონფერენცია გაიმართება თბილისში,  3 და 4 ივნისს, 2016 წ.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:

-ადამიანის უფლებები და მედია;
-ჟურნალისტის უფლებები;
-სასამართლო და მედია;
-მედია ეთიკა და თვითრეგულირება;
-დანაშაული და მედია;
-სენსაცია და ადამიანის უფლებები;
-არჩევნები და მედია;
-გამოხატვის თავისუფლება: გამოწვევები ევროპასა და საქართველოში;
-გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ბარიერები, მითები მედია თავისუფლებაზე;
-ზღვარი ფაქტების წარმოჩენასა და აზრების გამოხატვას შორის;
-საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი და რეგულაცია;
-გასართობი მედია და ადამიანის უფლებები;
-კერძო უფლებები vs პრესის თავისუფლება;
-სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები  და სხვა.

კონფერენცია ინტერდისციპლინურია. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს; უპირატესობა ენიჭებათ იურიდიული,  ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ თეზისებს. რეგიონის სტუდენტების მგზავრობას  და დაბინავებას უზრუნველყოფს DWA.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია მისამართზე: mediaruledwtsu@gmail.com

-მოხსენების თეზისი (არაუმეტეს 250 სიტყვისა);
-სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ფაკულტეტის დასახელება.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი; გაგზავნილი თეზისის საფუძველზე შერჩეული სტუდენტებისთვის აპრილში გაიმართება ვორქშოფი კონფერენციისთვის მოსამზადებლად. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ამალია ოგანჯანიანს (Deutsche Welle Academy-ს პრექტების კოორდინატორი საქართველოში): 558 49 95 87 (ორშ-პარ, 9.00-19.00), amalia.oganjanyan@dw.de.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test