შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.04

2016

ტრენინგები

IREX იწვევს ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: ევროინტეგრაციის პოლიტიკა.

პროგრამა "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG), რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს, იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე: ევროინტეგრაციის პოლიტიკა.

ინტერაქტიულ სასწავლო კურსს, რომელიც 24 აკადემიური საათისგან შედგება, გაუძღვებიან ბატონი ივანე ჩხიკვაძე, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"; ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ქალბატონი ანა აბაშიძე და ქალბატონი ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"; ქალბატონი ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და ბატონი მიხეილ მირზიაშვილი, "სტრატეგიული კვლევების რეგიონალური ცენტრი".

ჟურნალისტებისთვის 2 ოთხსაათიან სესიას გაუძღვება ბატონი ივანე ჩხიკვაძე, რომელიც განიხილავს შემდეგ საკითხებს:

** საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობა და ევროკავშირის ინსტიტუტები;
** უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში/ვიზების ლიბერალიზაცია.

მომდევნო ოთხსაათიან სესიას გაუძღვებიან ქალბატონი ანა არგანიშვილი და ქალბატონი ანა აბაშიძე, რომლებიც განიხილავენ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში.

შემდეგ ოთხსაათიან სესიას გაუძღვება ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი. განსახილველი თემა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

მიმდინარე ოთხსაათიან სესიას გაუძღვება ლინა ღვინიანიძე, რომელიც ისაუბრებს შრომის უფლებების რეფორმაზე და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში ამ მიმართულებით განსაზღვრულ სტანდარტებზე.

დასკვნით ორსაათიან სესიას ჩაატარებს მიხეილ მირზიაშვილი შემდეგ თემაზე ევროინტეგრაცია და კონფლიქტები.

სასწავლო კურსი ჩატარდება აპრილიდან და კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათი იქნება. სესიები ჩატარდება IREX-ის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეტი შეიტყონ ევროინტეგრაციის პოლიტიკისა და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ და აქვთ აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადების გარკვეული გამოცდილება. 

სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ჟურნალისტური მასალები შესაბამის თემებზე. 

ტრენინგების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი,  არაუგვიანეს 2016 წლის 4 აპრილის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org 

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ (მიუთითეთ ევროინტეგრაციის თემაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალი და შესაბამისი ბმული). წერილში უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად. 
გამარჯვებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2016 წლის 10 აპრილამდე. 

წამყვანი ტრენერის მოკლე ბიოგრაფია:

ვანო ჩხიკვაძე ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" 2012 წლიდან მუშაობს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, თანასწორობა და მიგრაცია. 2005-2006 წლებში იგი სწავლობდა ევროპის კოლეჯში (ვარშავა, პოლონეთი), სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, გერმანულ ანალიტიკურ ცენტში "ევროპის სტაბილურობის ინიციატივა", ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ვანო აკადემიურ საქმიანობას ეწევა კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. კითხულობს ლექციებს ევროპის საგარეო პოლიტიკის თემაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით  IREX M-TAG პროგრამას. 

საკონტაქტო: 

ანა ნიჟარაძე
M-TAG ტრენინგ მენეჯერი
ტელეფონი: 2 91 26 08 (117)

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test