შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.03

2016

ტრენინგები

ტრენინგი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისათვის: ტრენერი, ექსპერტი ბრიტანეთიდან დევიდ ბევანი

საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დასაქმებული პირები  თვალთვალის, დაშანტაჟების და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საფრთხის წინაშე დგანან.  საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოიაცია და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია დაინტერესებულია, საგამოძიებო ჟურნალისტების  საქმიანობა უფრო უსაფრთხო გახადოს, მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიწოდების გზით.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაცია-მ დაიწყო განაცხადების მიღება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობისათვის.

ტრენინგის წარმატებით გავლილ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან საგამოძიებო ჟურნალისტიკაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, შეისწავლიან პირადი უსაფრთხოების და მოპოვებული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის წესებს, მექანიზმებს, მონაწილეობას მიირებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

ტრენინგი 2016 წლის 11-14 აპრილს ოთხი დღის განმავლობაში თბილისში, სასტუმრო „ვეძისში“  ჩატარდება. მონაწილეთათვის უზრუვნელყოფილი იქნება კვება, რეგიონებში შერჩეული ჟურნალისტებისათვის კი ასევე დაბინავება ამავე სასტუმროში. რეგიონალურ ჟურნალისტთა ტრანსპორტირების და დაბინავების ხარჯებს დაფარავს საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია.

ტრენინგს ჩაატარებს ბრიტანელი ექსპერტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის უსაფრთხოების საკითხებსა და ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტიკაში, დევიდ ბევანი.

ტრენინგის განრიგი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ.-მდე.

განმცხადებლებმა აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს CV და ბმულები მის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ (სასურველია საგამოძიებო) მასალაზე. შემდეგ მისამართზე:  eugene@iagj.org.ge 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი.

ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა.

შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებათ პროექტის კოორდინატორი 2016 წლის 1-2 აპრილს.

აუცილებელი პირობები: გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის მიღების წესებს. თუკი თვლით, რომ შესაძლოა ეს წესები დაირღვეს, ნუ მოგვმართავთ მონაწილეობის განაცხადით.

1. ტრენინგზე დაგვიანება (გაცდენა) აკრძალულია
2. მაქსიმალურად უნდა დაიცვათ სიჩუმე ტრენინგის დროს
3.  უნდა იყოთ მაქსიმალურად ჩართულები და აქტიურები პრაქტიკული სამუშაოების დროს

ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის ტრენინგი არის ერთ-ერთი კომპონენტი რეგიონალური მასშტაბის პროექტის "Improving the Capacity of Journalists Trade Union in South Caucasus",  რომელსაც ახორციელებს «საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია» და «ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის» მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნა-გაძლიერებას.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ 2000 წლიდან არის „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org

პროექტის ფარგლებში ასოციაცია მართავს შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში, აწარმოებს მედიაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. აქვეყნებს ყოველწლიურ კვლევებს და ანგარიშს.

პროექტის ფარგლებში, ასოციაციამ, ინიცირება გაუწია საპარლამენტო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელმაც ლობირება უნდა გაუწიოს მედია ინიციატივებს.

ბი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test