შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.04

2016

განცხადებები / ტრენინგები

IREX იწვევს ჟურნალისტებს სასწავლო კურსზე: განათლების პოლიტიკა

პროგრამა “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული  მმართველობისთვის“ (M-TAG),  რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს, იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) სასწავლო კურსზე: განათლების პოლიტიკა

ინტერაქტიულ სასწავლო კურსს, რომელიც 24 აკადემიური საათისგან შედგება, გაუძღვება ბატონი სიმონ ჯანაშია (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თბილისში, განათლების პროგრამების კოორდინატორი).

24-საათიანი კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

საქართველოს განათლების სისტემა. როგორია საქართველოს განათლების სისტემის მოწყობა, სისტემის რა ძირითადი ელემენტები, მექანიზმები და ღირებულებები მონაწილეობს მის მუშაობაში.

  • განათლების სოციალური და ეკონომიკური ფუნდამენტი 
  • პოლიტიკის ანალიზი
  • როგორ შევაფასოთ კონკრეტული პოლიტიკა?
  • გლობალური ტენდენციები და საქართველო
  • ინსტიტუციონალური თეორია
  • საქართველოს განათლების სისტემის ძირითადი გამოწვევები
  • მედია და განათლება

სასწავლო კურსი ჩატარდება 12 აპრილიდან  და კურსის ხანგრძლივობა 24 აკადემიური საათი იქნება. სესიები ჩატარდება  კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 10:00-დან 13:00 საათამდე (თითოეული შეხვედრა 3 საათს გასტანს), IREX-ის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6. 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან  განათლების პოლიტიკით და აქვთ აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადების გარკვეული გამოცდილება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ჟურნალისტური მასალები შესაბამის თემებზე.

სასწავლო კურსის ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი  პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2016 წლის 4 აპრილის  18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: training-georgia@irex.org

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ (მიუთითეთ განათლების თემაზე მომზადებული მასალების ჩამონათვალი და შესაბამისი ბმული). წერილში უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად.

გამარჯვებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან 2016 წლის 7 აპრილამდე.

წამყვანი ლექტორის მოკლე ბიოგრაფია:

სიმონ ჯანაშია მუშაობს გივი ზალდასტანის ამერიკულ აკადემიაში, განათლების საზოგადოებრივი პროგრამების კოორდინატორად. იგი ასევე დასაქმებულია კოლუმბიის უნივერსიტეტში და კონსულტაციას უწევს ყირგიზეთის მთავრობას განათლების რეფორმის მიმართულებით. სიმონ ჯანაშია ჩართულია განათლების კვლევებში. მისი ძირითადი ინტერესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განათლების რეფორმის პროცესია.

სიმონ ჯანაშია ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის თიჩერზ კოლეჯის სადოქტორო ხარისხს და ჰარვარდის განათლების სკოლის მაგისტრის ხარისხს. ბოლო დრომდე სიმონ ჯანაშია მუშაობდა  ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი ხელმძღვანელობდა განათლების მიმართულების სასწავლო გეგმის გარდაქმნის პროცესს. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა  სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირებაში. 2004 – 2009 წლებში ის იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განათლების რეფორმის პროექტს  ხელმძღვანელობდა. ამ წლების განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ეროვნულ სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრს. იგი მუშაობდა ახალი სასწავლო გეგმისშემუშავებაზე, სახელმძღვანელოს მომზადების სქემებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკასა და სტუდენტთა შეფასების მექანიზმებზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით IREX M-TAG პროგრამაში.

საკონტაქტო:

ანა ნიჟარაძე
M-TAG ტრენინგ მენეჯერი
ტელეფონი: 2 91 26 08 (117)     

ანი მურვანიძე
|M-TAG პროგრამის ასისტენტი
ტელეფონი: 2 91 26 08 (101)                     

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test