შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.05

2016

განცხადებები / ტრენინგები

“ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისათვის”,- ინტენსიური სწავლების კურსი, რიგაში

“ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისათვის” არის პროგრამა ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, ან უკრაინიდან, რომლებსაც სურთ გაზარდონ  თავიანთი საგამომძიებლო უნარ-ჩვევები, ცოდნა საერთაშორისო სამართალსა და პოლიტიკაში,  აგრეთვე პროფესიულ ქსელთან დაკავშირებით.

შეირჩევა 25-მდე მონაწილე, რომლებიც მიიღებენ სრულ დაფინანსებას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა-2016 წლის 13 მაისი

ინტენსიურ  საწვრთნელ პროგრამას გაუძღვებიან   ცნობილი ნიუსრუმების საერთაშორისო ექსპერტები, ისინი  ყურადღებას გაამახვილებენ  საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაუჯობესების მოწინავე, განახლებულ საშუალებებსა და მეთოდებზე.

სესიები მიეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა საგამოძიებო რეპორტინგი, საგამოძიებო პროექტის დაგეგმვა და მართვა, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის მოქმედების პრინციპის ზოგადი მიმოხილვა, პირადი უსაფრთხოება.  გაღრმავებული კვლევა ჩატარება ინტერნეტში: კოდირება (დაშიფრვა), წყაროს  დაცვა, ეთიკა, და ახალი სოციალური მედია, როგორც პლატფორმა საჯაროობისათვის.

პროგრამა ორგანიზებულია მედია კვლევების ცენტრის მიერ რიგის „სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში“, დანაშაულის და კორუფციის რეპორტინგის პროექტთან თანამშრომლობით.

აპლიკაცია განკუთვნილია შემდეგი პირებისთვის:

- დამწყები ჟურნალისტები, რომელთაც აქვთ ინტერესი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. სამუშაო გამოცდილება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში არ არის აუცილებელი, თუმცა აუცილებელია ზოგადი ჟურნალისკის გარკვეული გამოცდილება.
- 20-35 წლამდე მოქალაქეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
- აპლიკანტები ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

პროგრამა დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ.

პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად:

27 ივნისი – 2 ივლისი, 2016
15– 19 აგვისტო, 2016
28 ნოემბერი – 2 დეკემბერი, 2016

პროგრამა ჩატარდება „სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში“, რიგა, ლატვია.

აპლიკაციის  ფორმა იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.mediatraining.lv/registration/
 სწავლების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე http://www.mediatraining.lv

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test