განცხადებები
დედლაინი
27.04
2016
განცხადებები / ანონსი
კომპანია SES-ი წარმოადგენს სატელიტური კვლევის უახლეს მონაცემებს
27 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „Rooms Tbilisi“-ში, გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელიც ეძღვნება კომპანია SES-ის მიერ საქართველოში პირველად ჩატარებული სატელიტური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას 2015 წლისათვის.
SES-ის წარმომადგენლები გააკეთენ მოხსენებას და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს:
- ნილს-ფილიპ აბრაჰამსონი, SES-ის გაყიდვების მენეჯერი, სკანდინავიის, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში
- რიკარდო ტოპჰემი, SES-ის ბაზრის მკვლევარი და უფროსი ბიზნეს-ანალიტიკოსი
შეხვედრის დროს განიხილება შემდეგი საკითხები:
- ქართული სატელევიზიო ბაზარი 2015 წლის მონაცემები -ზოგადი მიმოხილვა და ძირითადი მიღწევები;
- კომპანია SES-ის მიერ ჩატარებული სატელიტური კვლევის უახლესი მონაცემები - ძირითადი შედეგები და ზოგადი მაჩვენებლები საქართველოსა და მსოფლიოში;
ჟურნალისტების წინასწარი აკრედიტაცია სავალდებულოა
რეგისტრაციის დრო: 11:30 საათი.
ინფორმაცია SES-ის სატელიტური კვლევის შესახებ:
სატელიტური კვლევა არის სატელიტური ბაზრის ყოველწლიური კვლევა, რომელსაც SES-ის ინიციატივით დამოუკიდებელი ინსტიტუტები ახორციელებენ. SES-ის მიერ ინიცირებული სატელიტური კვლევები, მუდმივად ზომავს სამაუწყებლო ბაზრის განვითარების დონეს მაუწყებლობის და ფართოზოლოვანი სერვისების წვდომის კუთხით SES-ის ევროპის სატელიტური ფლოტის დაფარვის ზონაში შემავალ 37 ქვეყანაში.
2015 წელს საქართველო პირველად შეუერთდა SES-ის სატელიტურ კვლევაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალს.